Monday, October 19, 2015

მე-9 დღე

      ძალია  ნაყოფიერი   იყო   ტრენინგის   ცხრავე   დღე.     ძალიან   საინტერესო  და  მნიშვნელოვანი   აღმოჩნდა   საერთო   ჯამში  ტრენინგი   პროექტების  სწავლებასთან   დაკავშირებით.    თითოეულ   დღეს   შესწავლილი   საკითხი  ძალიან   წაგვადგება   პროექტებზე  მუშაობისას.   თითოეულ   ძვენს   მიერ  დასმულ   კითხვას   ტრენერი   დიმიტრი   პოპოვი  არასოდეს   უყურადღებოდ  არ   ტოვებდა,   ყოველტვის   სრულყოფილ   პასუხებს  გვცემდა.  
        განსაკუთრებით   საინტერესო   აღმოჩნდა   ჩვენთვის     პროექტის    გეგმაზე   მუშაობა.
          ყველაზე   ნაყოფიერი   მაინც   მეცხრე   დღე   აღმოჩნდა.   აღნიშნულ   დღეს   მოხდა   ტრენერის   დახმარებით    პროექტის   გეგმის   დახვეწა.    ვისწავლეთ     ინფორმაციის   ატვირთვა    და    გამოქვეყნება.
          დიდი   მადლობა   ასეთი   ტრენინგისთვის.  

პროექის პორტფოლიო

პორტფოლიოს  საქაღალდე

Friday, October 16, 2015

მე-8 დღე

  ეს   დღე   საკმაოდ   ნაყოფიერი   აღმოჩნდა,   რადგან   ტრენინგზე  ყურადღება   გამახვილდა   ისეთ   მოდულზე,   როგორიცაა   ,,ფასილიტაცია    ტექნოლოგიების   გამოყენებაზე".   აგრეთვე    მოხდა    ფასილიტაციის    გათამაშება,   პროექტისთვის     შევქმენით   დამხმარე   მასალა,   მოხდა    პროექტის   გეგმის  საფუძვლიანად   განხილვა,   ვისწავლეთ   დოკუმენტების   შექმნა   მენეჯმენტისთვის.   პროექტის   დასასრულს   ეს   აქტივობები   საკმაოდ  მნიშვნელოვანი   იყო    პროექტების    უკეთ   შესწავლისათვის   და გააზრებისთვის  

Tuesday, October 13, 2015

მე-7 დღე

    აღნიშნულ   დღეს      ვიმუშავეთ      მოსწავლეთა     პროექტების    შეფასებაზე,    ასევე    განვიხილეთ     შეფასების    სტრატეგიები,    რაც    მიმაჩნია,   რომ   მნიშვნელოვანი     აქტივობებია    პროექტებით   სწავლებისას.   ამ    ტრენინგზე    მოხდა     მოსწავლის    სავარაუდო   ნაშრომისა      და   სასწავლო    პროექტის   გეგმის   ხელმეორედ     გადახედვა.

Tuesday, October 6, 2015

მეექვსე

  ამ დღეს ჩვენ      შევისწავლეთ   დრაივზე   პრეზენტაციის   ატვირთვა    და    ბლოგზე    გამოქვეყნება,    შევისწავლეთ    მოსწავლის     სავარაუდო     ნაშრომის    დაგეგმვა,    გავეცანით   თუ      როგორი    როგორი   შეიძლება   იყოს   მოსწავლის   პერსპექტივიდან    დანახული   სასწავლო   პროექტი.    ძალიან   ნაყოფიერი   აღმოჩნდა    ეს   დღე.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Thursday, October 1, 2015

მეხუთე დღე

მნიშვნელოვანი    იყო    ჩემთვის   ტექნოლოგიების  გამოყენებასთან   დაკავშირებული  სამართლებრივი   და   ეტიკური   პრაქტიკის   მოდელირების   და   სწავლების   გაცნობა.